11 აგვისტო 2017
შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები სოფელ შინდისში იმყოფებოდნენ, სადაც 2008 წლის 11 აგვისტოს, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისთვის გარდაცვლილთა ხსოვნას.
სოფელ შინდისის განაპირას, 2008 წლის 11 აგვისტოს, სენაკის ქვეითი ბატალიონის ჩვიდმეტმა ჯარისკაცმა ქვეყანას თავგანწირვის საოცარი მაგალითი აჩვენა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეულს უთანასწორო ბრძოლაში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩასაფრებული რუსული ბატალიონის ასეული დაუპირისპირდა.
გმირულად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვლილთა ახლობლები და თანამებრძოლები, ყოველი წლის 11 აგვისტოს შინდისში იკრიბებიან.