Logo

შიდა ქართლის რეგიონს ამერიკის ელჩი სტუმრობდა

17 აგვისტო 2017

შიდა ქართლს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის მოწვევით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი სტუმრობდა. უნივერსიტეტის ,,ამერიკულ ბიბლიოთეკაში“ გამართულ მიღებას შიდა ქართლის რწმუნებული – გუბერნატორი, კახა სამხარაძეც დაესწრო. იან კელიმ ყურადღება გაამახვილა შიდა ქართლის, როგორც კონფლიქტის ზონის სიახლოვეს არსებული რეგიონისთვის, უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე. ელჩი ასევე გაეცნო უმაღლეს სასწავლებელში არსებულ საერთაშორისო პროგრამებს და სასწავლებლის ადმინისტრაციას სამომავლოდ მხარდაჭერასაც დაპირდა. კახა სამხარაძემ აშშ-ს ელჩს მადლობა გადაუხადა რეგიონში სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები იჩენს საქართველოს მიმართ.
უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ იან კელი ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ელჩი ასევე ეწვია სოფელ ერგნეთში ახლადგახსნილ ,,ომის მუზეუმს", სადაც სპეციალურ ბანერზე სახელწოდებით ,,არა ოკუპაციას“, საკუთარი ხელმოწერა დატოვა.