Logo

ზურაბ ჩხეიძე გატაცებული დოთიაშვილის ოჯახში იმყოფებოდა

27 მარტი 2013

ამჟამად დოთიაშვილი ცხინვალშია გადაყვანილი,ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. ოჯახის წევრებმა მათი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ სამართალდამცავებისგან დღეს დილით შეიტყვეს. ადგილობირივი მოსახლეობა დაუცველად გრძნობს თავს და უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას ითხოვს. მათი თქმით 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სოფელ კირბლიდან ადგილობრივების გატაცების ეს უკვე 37-ე შემთხვევაა. „საჭიროა საპრევენციო ღონისძიებების გატარება და მეტი პრინციპულობა იმ ადამიანების მხრიდან ვინც მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული. თუ ჩვენ სწრაფი რეაგირების მექანიზმებს არ გამოვიყენებთ მსგავს სიტუაციაში, რთული იქნება იმაზე საუბარი, რომ ჩვენი მოსახლეობა კონფლიქტის მიმდებარე სოფლებში დაცულია“,აღნიშნა ზურაბ ჩხეიძემ.