Logo

გუბერნატორი ქარელში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

26 აგვისტო 2017

შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, მოადგილესთან სიმონ გულედანთან და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა გულიაშვილთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტები მოინახულა, რომელთა სიგრძე ჯამში 10 კილომეტრს შეადგნს. გუბერნატორის მოადგილის სიმონ გულედანის თქმით, მუნიციპალიტეტში განხორციელებულმა პროექტებმა საგრძნობლად გააუმჯობესა ადგილობრივების ყოველდღიური ცხოვრება. გარდა ამისა, გვერძინეთი - ქოზეფას მიმართულებით დაგებულმა გზამ ხელი შეუწყო ტურისტების ნაკადიზ ზრდას, ,,ძამას ხეობის“ მიმართულებით. გამგებელმა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს მოხისი - კოდავარდისუბნის და ხვედურეთი - ხეობის ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა. ზაზა გულიაშვილის განმარტებით აღნიშნული პროექტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ იქნა მხარდაჭერილი, რაშიც თანადაფინანსების სახით მონაწილეობა მუნიციპაიტეტმაც მიიღო. რეაბილიტირდა მდინარეზე გადასასვლელი ხიდი, რომელიც ცენტრალურ გზას სოფელ მოხისთან აკავშირებს.ადგილობრივების თქმით წლების მანძილზე ამორტიზებულ გზაზე უწევდათ გადაადგილება,ახლა კი მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. გუბერნატორმა სოფელ ბებნისში დასრულებული გზაც დაათვალიერა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სოფლის ცენტრალური გზის გარდა მოასფალტდა ტრასის გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი ადგილები. აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულება ჯამში 3 მილიონი ლარია,მათი საერთო სიგრძე კი 10 კილომეტრს შეადგენს.