Logo

სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღი აშენდება

29 აგვისტო 2017

გორში, სადგურის დასახლებაში  თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან და გორის ვიცე მერთან, თამაზ შიოშვილთან ერთად მოინახულა. რწმუნებულის თქმით, სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება და სკოლამდელი განათლების მიღებას 100-ზე მეტი ბავშვი შეძლებს. პროექტის ღირებულება 533 000 ლარს შეადგენს, რომლის 65% ცენტრალური, ხოლო 35% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ბოლო ორი ათეული წელია სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს და აღსაზრდელებს ქალაქის სხვა უბნებში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება.