30 აგვისტო 2017
სადგურის დასახლებაში, ქარხნის ქუჩაზე სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინიციატივა აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებს ეკუთვნით და სამოქალაქო (თანამონაწილეობითი) ბიუჯეტიდან 97 500 ლარით დაფინანსდა. ამასთან ერთად, მიმდინარეობს გზის მოასფალტება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 717 000 ლარია გამოყოფილი. პროექტით გათვალისწინებულია ქუჩის სრული ასფალტირება ადაპტირებული ტროტუარებითა და სანიაღვრე არხით. ასევე, აღნიშნული თანხის ფარგლებში, მიმდინარეობს რკინიგზის სადგურის დასახლებაში არსებული კიდევ 6 ქუჩის (შრომის, კავსაძის, მარაბდელის 1 - ლი შესახვევის, უფლისციხის, სამადაშვილის, გაბაშვილის) ასფალტირება და სანიაღვრე სისტემების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონის გუბრნატორმა კახა სამხარაძემ, მოადგილესთან სიმონ გულედანთან და ქალაქ გორის ვიცე-მერთან თამაზ შიოშვილთან ერთად მოინახულა. პროექტები უახლოეს დღეებში დასრულდება.