Logo

გორში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

30 აგვისტო 2017

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა ვერხვების დევნილთა დასახლებაში. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის  ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას 1990 - იანი და 2008 წლების საომარი მოქმედებების დროს დაკარგულ პირთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა ნათია ანთელავამ.

30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, ხოლო საქართველოში  - 2011 წლიდან აღინიშნება. საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2 300-ზე მეტი პირი დღემდე დაკარგულად ითვლება.