Logo

საქართველო-პოლონეთის მატჩს ბავშვები გორის სოფლებიდან დაესწრნენ

04 სექტემბერი 2017

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის საფეხბურთო სტადიონზე გამართულ ევროპის  ჩემპიონატის პირველ შესარჩევ შეხვედრას, საქართველოსა და პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის, გორის მუნიციპალიტეტების სოფლებიდან ჩამოსული ბავშვები დაესწრნენ. აქციას, რომელიც მიზნად ისახავადა ეროვნული ნაკრებისა და ზოგადად სპორტის მხარდაჭერას, რეგიონის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ორგანიზებას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაც უწევდა. 
გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა, ნათია ანთელავამ, გორის მუნიციპალიტეტის ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კოტე თავზარაშვილმა  და რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გია რევაზიშვილმა, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან გორში მატჩის სანახავად ჩასულ ასზე მეტ ბავშვთან ერთად ცენტრაულრ სტაიონამდე მსვლელობა მოაწყეს. ახალგაზრდები ქალაქის ცენტრიდან სტადიონამდე ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი შეძახილებითა და სკანდირებით მივიდნენ.
იოსებ ოქრომელიძის თქმით, პატარების ჩართვა მსგავსი მასშტაბის სპორტულ ღონისძიებებში უმნიშვნელოვანესია, რათა მათ ჩამოუყალიბდეთ გულშემატკივრობის კულტურა და სიამოვნება მიიღონ საკუთარი ნაკრების ქომაგობით. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის, ნათია ანთელავას თქმით, ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა, თვალყური ადევნონ მათთვის საინტერესო ამა თუ იმ მოვლენას, უმნიშვნელოვანესია ამ ბავშვების მოქალაქეებად ჩამყალიბების პროცესში. ნათია ანთელავას განმარტებით, გუბერნატორის ადმინისტრაცია მომავალშიც განაგრძობს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეყწობას. ეროვნული ნაკრების თამაშს ბავშვები და მოზარედები სოფელ ერგნეთიდან, ნიქოზიდან, ფხვენისიდან,ახალდაბადან,მეჯვრისხევიდან და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებიდან დასწრნენ.