Logo

ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

04 სექტემბერი 2017

სოფლების, ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გუშინ გამყოფი ხაზის მიღმა გაჩენილ ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. ცეცხლის სხვა ფართობებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. აქედან, ორი მორიგეობდა სოფელ ფლავისმანის სასაფლაოსთან, რომელიც ხანძრის კერასთან საკმაოდ ახლო მანძილში მდებარეობს. შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ქართულმა მხარემ დე ფაქტო ცხინვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა, თუმცა, აღნიშნულ წინადადებაზე პასუხი არ მიუღიათ.