სურამში, რუსთაველის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში მოვარდნილმა ნიაღვარმა დააზიანა, იგება ფილები, ცენტლაურ გზასთან დამაკავშირებელი გორგასლის ქუჩა კი უკვე სრულად არის მოასფატებული. გორგასლის ქუჩაზე დასრულებულია სანიაღვრე არხის მოწყობაც, რომლის არარსებობის გამო სტიქიის დროს საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. რუსთაველის და გორგასლის ქუჩების რეაბილიტაციისთვის 100 224 ლარია გამოყოფილი და მიმდინარე სამუშაოების ოქტომბერში დასრულდება.
სამუშაოები მიმდინარეობს ,,ბაიაანთხევში“ - ხევის მთელს სიგრძეზე ეწყობა ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა, რომელიც უხვი ნალექის შემთხვევაში ფერდობიდან მოვარდნილ ნიაღვარს იოლად გაატარებს. აღნიშნული სამუშაოები ,,რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ (რეგ ფონდი) დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოები შიდა ქართლი გუბერნატორის მოადგილემ სიომონ გულედანმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა გიორგი ბუგიანიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს. სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე გაეცვნენ ქალაქ ხაშურში, მრავასართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის სამუშაოებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.