Logo

გუბერნატორმა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე სპორტსმენები დააჯილდოვა

11 სექტემბერი 2017

შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ გორელ თავისუფლი სტილით მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებებისთვის დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. კახა სამხარაძემ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის წარმატებასა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, თავისუფალი სტლით მოჭიდავე, პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გენო პეტრიაშვილი და ამავე ჩემპიონატის მონაწილ ჯაბა ყველაშვილი. ბულგარეთში ყოფნის გამო, შეხვედრას ვერ დაესწრო 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. გორელი ძიუდოისტებიდან ღონისძიებას დაესწრნენ, 2017 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპინატის მონაწილე ლაშა შავდათუაშვილი და ამავე ჩემპიონატის ბრიჯნაოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი. ძიუდოსა და თავისუფალი სტილით ჭიდობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გუბერნატორმა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები ნუგზარ სხირელი, ნიკო ბიბილაშვილი და ანზორ თენაძე დააჯილდოვა.