11 სექტემბერი 2017
ხაშურში მიმდინარე სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე მასშტაბური პროექტის 70 % მეტი დასრულებულია. სამშენებლო სამუშაოებს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროექტის ღირებულება 2 292 455 ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ფარგლებში ეწყობა საკალათბურთო/სახელბურთო, საჭიდაო, ძალოსნობის, მძლეოსნობის და ფიტნეს დარბაზები. მეორე სართულზე განთავსებულია საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი. ეწყობა მცირე საკონფერენციო დარბაზი და კაფე/სასადილო. შენობაში განთავსდება 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმროც. სპორტული კომპლექსი ყველათანამედროვე სტანდარტს უპასუხებს და ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.