Logo

სახელმწიფოს დაფინანსებით შშმ პირებისთვის გორში სოციალური საწარმო გაიხსნა

15 სექტემბერი 2017

გორის ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“ სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმო მოინახულეს მინისტრებმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ქეთევან ციხელაშვილმა. ადგილზე იმყოფებოდა შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი კახა სამხარაძე. პროექტის ფარგლებში ცენტრში მოეწყო: თიხის, მინანქრისა და სამკერვალო საქმის შემსწავლელი ლაბორატორიები. ცენტრის ბენეფიციარებმა შეისწავლეს აღნიშნული საქმიანობა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა მათი ნამუშევრების რეალიზაცია. ტარიელ ხეჩიკაშვილმა ცენტრის დირექტორს, თინა ბრეგვაძეს თანადგომა აღუთქვა და სამომავლოდ მხარდაჭერასაც დაპირდა. გორის ,,კეთილდღეოისა და განვითარების ცენრში“ ამჟამად ათობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს შეუძლია ცენტრის სერვისებით სარგებლობა. მათ შორის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობა.