Logo

გორის უნივერსიტეტში 2017-2018 წლების სასწავლო წელი დაიწყო

18 სექტემბერი 2017

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 წლის სასწავლო წელი დაიწყო. წელს უნივერსიტეტმა 240 პირველკურსელი მიიღო. რექტორმა, პროფერომა გიორგი სოსიაშვილმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და არსებული სიახლეებისა და გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი კახა სამხარაძე, ასევე გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია. მხარის რწმუნებულმა სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ,,მოგილოცავთ 2017-2018 წლების სასწავლო წლის დაწყებას. თქვენ გაქვთ ყველა პირობა, მიიღოთ ხარისხიანი განათლება და გახდეთ წარმატებული ადამიანები“ - მიმართა კახა სამხარაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეკრებილ სტუდენტებს. ღონისძიებას ესწრებოდა უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი. რექტორმა მას წმინდა გიორგის ხატი გადასცა და პარიზში მიღწეული წარმატება მიულოცა. სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც გაცვლით პროგრამებში მიიღეს მონაწილეობა.