Logo

კასპის მუნიციპალიტეტში 10 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდა

22 სექტემბერი 2017

კასპის მუნიციპალიტეტში 10 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდა. ახალ სასაწავლო წელს აღსაზრდელები სწავლას განახლებულ დაწესებულებებში დაიწყეს. ბაღების რეაბილიტაციის დაფინანსება ,,რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ (რეგ ფონდი) თანადაფინანსებით მოხდა.
დასრულებული სამუშაოების მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა ქართლის გუბერნატორმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა გოჩიტაშვილთან ერთად დაათვალიერა.
მიმდინარე წელს ჯამში 10 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მილიონ 203 024 ლარი დაჯდა. 
,,სკოლამდელი აღზრდა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს გამართული ინფრასტრუქტურის და ინვენტარის პირობებში უწევდეთ განათლების მიღება“ - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
კასპის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2017 წელს ბაღების რეაბილიტაცია მოხდა შემდეგ სოფლებში: ეზატი, კავთისხევი, ახალქალაქი, ახალციხე, თელიანი, ხოვლე, სასირეთი, ქვემო გომი, ასევე კაპის № IV და V საბავშვო ბაღები. 2014 – 2017 წლების ჩათვლით კასპის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჯამში 21 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა.