22 სექტემბერი 2017
გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმსა და ჩინეთის მაო ძედუნის მემორიალურ მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით მუზეუმების თანამშრომლობას ითვალისწინებს. ღონისძიებას ესწრებოდა შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი კახა სამხარაძე და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კოტე თავზარაშვილი. მაო ძედუნის მუზეუმის დირექტორმა ქსიამ ინგიმ ხაზი გაუსვა მემორანდუმის მნიშვნელობას და მასპინძლებს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისთვის.