16 ოქტომბერი 2017
შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსემ მაკრახიძემ „გორის დღეები 2017“ - ის აღსანიშნავ კონცერტზე გორის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოეს. წელს საპატიო გორელის წოდება 7 მოქალაქეს მიენიჭა. ესენი არიან: რეჟისორი - სოსო ნემსაძე, კომპოზიტორი - მაყვალა ხორბალაძე, მხატვარი - გულნარა ჩიტაძე, ქორეოგრაფი - ომარ ხუბაევი, ისტორიკოსი - ელდარ მამისთვალაშვილი, მსახიობი და რეჟოსორი - ანზორ გვაძაბია და დირიჟორი თეონა ცირამუა.