Logo

გორის ქუჩები საარჩევნო პლაკატებისგან დაასუფთავეს

25 ოქტომბერი 2017

პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, პარტიის აქტივისტებმა და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ქალაქის ქუჩებში დასუფთავების აქცია მოაწყეს. აქციის მიზანს ქუჩების საარჩევნო პლაკატებისგან გათავისუფლება წარმოადგენდა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობას მხარის გუბერნატორი, კახა სამხარაძე ახლადარჩეულ მერთან, კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად იღებდა. გუბერნატორის თქმით, საარჩევნო პროცესის დასრულებისთანავე მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა სუბიექტებმა იზრუნონ ქალაქის სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლებაზე, განსაკუთრებით იქ, სადაც ტურისტები ხშირად გადაადგილდებიან. ,,ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ დასუფთავების აქციაში, რადგან მშვიდობიანად ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ქალაქის ქუჩები პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს“ - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა. კონსტანტნე თავზარაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა პლაკატების ქალაქის ქუჩებში გაკვრის ტრადიციასთან დაკავშირებით და მისი მერობის პერიოდში აღნიშნული წესის შეცვლის საკითხზე ისაუბრა.