Logo

გუბერნატორმა ხაშურის № 6 საბავშვო ბაღი გახსნა

01 ნოემბერი 2017

შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ახლარეაბილიტირებული ხაშურის № 6 საბავშვო ბაღი გახსნა. მხარის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად პედაგოგებს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს სასწავლო წლის დაწყება და ახალი სააღმზრდელო დაწესებულების გასნა მიულოცა. ხაშურის № 6 საბავშვო ბაღი 70–იან წლებში აშენდა, შენობა ავარიული იყო და ფუნქციას ვეღარ ასრულებდა. რეაბილიტაციის შემდგომ ბაღი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. გამოიცვალა სველი წერტილები, კარ–ფანჯარა, ბაღი აღიჭურვა ახალი ავეჯითა და ტექნიკით. სააღმზრდელო დაწესებულება გათვლილია 180 ბავშვზე. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებამაც 759875 ლარი შეადგინა.