Logo

სასტუმროების მართვის თემაზე კასპში ტრენინგი ჩატარდა

01 ნოემბერი 2017

სასტუმროს პრობლემური სიტუაციების მართვის საკითხებთან დაკავშირებით კასპში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს კასპის მუნიციპალიტეტში არსებული მცირე საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებმა და საკითხით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა. შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.  იოსებ ოქრომელიძის თქმით, შიდა ქართლის რეგიონი მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს ფლობს, ამდენად აუცილებელია ტურიზმის სფეროში ჩართული მოქალაქეების ხელშეწყობა და მათი დახმარება მიიღონ ინფორმაცია მართვის ახალი სტანდარტების შესახებ. კასპში გამართულ სემინარს ტურიზმის ექსპერტები და სასტუმროს მენეჯმენტის სპეციალისტები უძღვებოდნენ. შეხვედრაზე ითქვა, რომ მუნიციპალიტეტები სამომავლოდაც გააგრძელებენ რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვას.