Logo

შშმ პირთა საკითხებზე გორში კონფერენცია გაიმართა

02 ნოემბერი 2017

გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში შვედეთის ინსტიტუტის მიერ ინიცირებული პროექტის ,,ხელმისაწვდომობა ფიზიკური გარემოს მიღმა“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას შვედეთის ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი, შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. ინკლუზიური სწავლების და ადაპტირებული გარემოს აუცილებლობაზე ისაუბრა ცენტრის ხელმძღვანელმა თინა ბრეგვაძემ. გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, იოსებ ოქრომელიძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალურ პროექტებზე, რომელიც შშმ პირთა ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ,,სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია შშმ პირთა ფიზიკური და სოციალური ინტეგრაცია, ამ კუთხით განხორციელდა და ასევე იგეგმება უამრავი პროექტი“ - აღნიშნა ოქრომელიძემ. კონფერენციის ფარგლებში შშმ პირთა თემატიკაზე გაიმართა ფოტოგამოფენა. ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგნენ შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვედი ახალგაზრდები. პროექტი ,,ხელმისაწვდომობა ფიზიკური გარემოს მიღმა“ მხარდაჭერილია საქართველოში შვედეთის საელჩოს მიერ.