Logo

გორის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

03 ნოემბერი 2017

გორში, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლას ექსტერიერის რეაბილიტაცია ჩაუტარდა.  შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც 70-იან წლებში  აშენდა.  პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდა სამხატვრო სკოლის ექსტერიერი, ძველი ქვის ფილების ნაცვლად დამონტაჟდა ახალი და  პირვანდელი სახით აღდგა  კიბის საფეხურები. დასრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და შიდა ქართლის გუნერნატორმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერეს. მინისტრმა სკოლის აღსაზრდელებს   და პედაგოგებს  განახლებულ გარემოში  სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა. სკოლის რეაბილიტაცია ნახევარ საუკუნეზე მეტია არ მომხდარა, შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და საფრთხეს უქმნიდა სასწავლო პროცესს. რეაბილიტირებულ სკოლაში  180 მოსწავლეს შესაბამისი განათლების მისაღებად კომფორტული და უსაფრთხო გარემო შეექმნათ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 000 ლარზე მეტით დაფინანსდა.