Logo

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შიდა ქართლის სოფლებს სტუმრობდნენ

04 ნოემბერი 2017

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორბის მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ ყაველაშვილთან და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეებთან ერთად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდნენ.

მთავრობის წარმომადგენლებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გრანტის ფარგლებში დაფინანსებული სოციალური საწარმოები მოინახულეს და სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნნენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა  სოფელ ფხვენისში ბავშვებს სპორტული ინვენტარი გადასცა და სტადიონის განახლების პირობა აღუთქვა.

მთავრობის წარმომადგენლებს ნიქოზში მეუფე ისაიამ უმასპინძლა და სამინისტროს ფინანსური მხარდაჭრით, ქსოვის ცენტრი და ხელოვნური კედელი დაათვალიერებინა, სადაც მოზარდები ნიქოზიდან და მიმდებარე სფლებიდან მეკლდეურობას სწავლობენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური მარდაჭერით კიდევ ერთი სოციალური საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში შეიქმნა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ხისა და ტყავის მასალებით აქსესუარების დამზადებას სწავლობენ.  

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნშნული საწარმოც დაათვალიერეს და ცენტრის წარმომადგენლებს დახმარება სამომავლოდაც აღუთქვეს.