Logo

გორში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

16 ნოემბერი 2017

გორში,წმინდა წყლის დასახლებაში გოგონებსა და ვაჟებზე გათვლილი, ორი სატრენაჟორო დარბაზი გაიხსნა. დარბაზები უახლესი ტრენაჟორებით და საშხაპე კაბინებითაა აღჭურვილი. სპორტული დარბაზები ე.წ გორი მოლის შენობის მეორე სართულზეა განლაგებული. მსურველებს აბონიმენტების საშუალებით შეუძლიათ არსებული სერვისით სარგებლობა. სპორტული დარბაზების გახსნის ღონისძიებაზე იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, რომელმაც დაწესებულების მფლობელს, მსოფლიო ჩემპიონს და ამჟანმად ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს ცენტრის გახსნა მილოცა და მადლობა გადაუხადა ქალაქის სპორტული ცხოვრების ხელშეწყობისთის. გიორგი კანდელაკის თქმით, პერსპექტიულ სპორტსმენებს საშუალება ექნებათ დარბაზის მომსახურებით სრულიად უფასოდ ისარგებლონ.