Logo

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

20 თებერვალი 2014

უნივერსიტეტში განხორციელებული პროგრამების შესახებ ისაუბრა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ლევან მიდოდაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ბატონი ზურაბ რუსიშვილი, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ქალბატონი თინა სოსანიძე, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი ბატონი ირაკლი მირუაშვილი, პრივატ ბანკის გორის ფილიალის მმართველი ბატონი ზურაბ სტეფანიშვილი. საუბარი ასევე შეეხო მომავალ წელს დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებს უნივერსიტეტის ბაზაზე. შეხვედრის ბოლოს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ათ ორგანიზაციასთან.