Logo

შიდა ქართლში კამპანია ,,ჩვენი გარემოსთვის" გრძელდება

24 ნოემბერი 2017

პროგრამის ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” ფარგლებში, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორის მოადგილეები იოსებ ოქრომელიძე და სიმონ გულედანი, ასევე ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ნათია ანთელავა და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაცია CENN - მა წარმოადგინა კამპანიის ,,ჩვენი გარემოსთვის” პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც, რეგიონში წარმოდგენილი კომპანიები და ორგანიზაციები პერიოდულად წინასწარ შერჩეულ სარაჯო სივრცეებს დაასუფთავებენ.

აღნიშნული კამპანია წლების წინ აშშ-ში წარმატებით განხორციელდა და მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გარემო - აღნიშნეს CENN - ის წარმომადგენლებმა.

ადგილობრივი ხელისუფლების და გუბერნატორის ადამინისტრაციისგან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კამპანიის ,,ჩვენი გარემოსთვის” ფარგლებში მხარდაჭერის პირობა მიიღეს.