Logo

მრჩეველთა საბჭომ მორიგი შეხვედრა გამართა

25 ნოემბერი 2017

,,მრჩეველთა საბჭოს” ფორმატის ფარგლებში სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მორიგი ტრადიციული შეხვედრა გამართეს. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მათ მიერ სოციალური მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს. 
ასევე, მიღებული შედეგების და არსებული მოლოდინების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში ჯერ კიდევ არსებულ სოციალურ პრობლემებზე. გუბერნატორის პირველი მოადგილის, იოსებ ოქრომელიძის თქმით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კვლავაც პრიორიტეტულია სოცალური სფერო და მასში არსებული გამოწვევები. ამდენად, აღნიშნულ საკითხში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.  ,,კოორდინირებული მუშაობით შევძლებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ სოციალური პრობლემატიკის პრობლემების დაძლევის კუთხით” - აღნიშნა მან.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ერთობლივი ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება, სოციალური ჩართულობის საკითხზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და ოთხ მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად PIN-ის სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა. შესაძლებლობების ამაღლებაზე მიმართული ტრენინგები და ერთობლივი აქტივობები ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო ინსტიტუტების თანამშრომლობას და გაზრდის სოციალური ჩართულობის მოდელის ეფექტურობას როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.