Logo

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მედლებით დაჯილდოვდნენ

26 ნოემბერი 2017

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა გორში ტრადიციული, მედლებით დაჯილდოების ცერემონიალი გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდა შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე. შეხვედრაზე მონიტოებს გაწეული სამსახურისთვის მედლები და დიპლომები გადაეცათ. ღონისძიებას ევროკავშირის ქვეყნების ელჩები და მისიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მოწვეულნი იყვნენ სტუმრები ადგილობრივი ხელისუფლებიდან. მედლების გადაცემის დასასრულს გაჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი. ელჩებისა და მისიის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ხელს უწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას, ამ მიმართულებით კი ისინი მუშაობას სამომავლოდაც გააგრძელებენ.