28 ნოემბერი 2017
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გორელი ფეხბურთელების - კობა თურაზაშვილის და ომარ რევაზიშვილის სახელობის ტურნირის მონაწილეები დააჯილდოვეს. ტურნირში მონაწილეობას შიდა ქართლის ასაკობრივი გუნდები იღებდნენ. დაჯილდოების ცერემონიალზე იმყოფებოდა რეგიონის გუბერნატორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. კახა სამხარაძემ გამარჯვებულ გუნდს მიღწეული პირველი ადგილი მიულოცა და პატარა ფეხბურთელებს წარმატებები უსუვრვა. ღონისძიებაზე ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. ტურნირს ორგანიზება შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციამ გაუწია. რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელის, გიორგი რევაზიშვილის თქმით, მსგავსი ტურნირები სამომავლოდაც ჩატარდება.