Logo

გორში დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა უტარდებათ

01 დეკემბერი 2017

გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში მუნიციპალიტეტში მცხოვრები 60 წელს გადაცილებული დენილებისთვის უფასო კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვვლევები ჩატარდა. პაციენტებს კონსულტაცია გაუწიეს ჰოსპიტალის ენდოკრინოლოგებმა, უროლოგებმა, ონკოლოგებმა, ტრავმატოლოგებმა და ანგიოლოგებმა. პროგრამის მიმდინარეობას გაეცვნნენ დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შიდა ქართლის გუბენატორის მოადგილე სიმონ გულედანი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე. გამოკვლევაზე მისულმა დევნილებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს.