Logo

ზურაბ რუსიშვილი ორგანიზაცია ,,ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" წარმომადგენლებს შეხვდა

20 თებერვალი 2014

განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. რეგიონის მთავარ პრობლემას უმუშევრობა და სოციალურ–ეკონომიური მდგომარეობა წარმოადგენს, შესაბამისად მთავარი პრიორიტეტი სწორედ მოსახლეობის დასაქმება და კონფლიქტის ზონასა და დევნილთა ჩასახლებებში სოციალური დახმარების გაწევაა. გუბერნატორი მიიჩნევს, რომ სასურველია არსებულის შენარჩუნება და განვითარება, ამიტომაც დაგეგმილია სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით არაერთი პროექტის შემუშავება და განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ზურაბ რუსიშვილი, გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პერიოდულად ხვდება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან თანამშრომლობის სურვილიც აქვს. გუბერნატორმა, ასევე, მოინახულა ე.წ. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა და ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებს. ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს რეგიონის რწმუნებულებთან აქტიური შეხვედრები, რაც მიზნად ისახავს რწმუნებულების ინსტიტუტის ფუნქციონალურ განვითარებას. გუბერნატორმა გამოთქვა სურვილი ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში იყოს აქტიური. მისი განმარტებით, საზოგადოებას დაგეგმილი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში ესაჭიროება ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. სასურველია მოხდეს ახალგაზრდების დატრენინგება, რათა გააქტიურდნენ და ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად. „ჩვენ გამოვხატეთ თანამშრომლობის სურვილი, რასაც ანალოგიური პასუხი მოჰყვა გუბერნატორის მხრიდან. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ დაინტერესებულნი ვართ როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციის, ასევე თვითმმართველობის ბიუჯეტების ხარჯვის მონიტორინგით. ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ახლო მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ ბოლო 3 წლის მანძილზე გუბერნატორის ადმინისტრაციის ხარჯების ანალიზს. ამ კუთხით გამოითქვა აბსოლუტური მზაობა და მხარეები შევთანხმდით, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის ფორმატის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.