Logo

ალილოს მსვლელობა გორში

08 იანვარი 2018

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სიმონ გულედანმა, ალილოს მსვლელობის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა. მან სამხარეო ადმინისტრაციის სახელით მსვლელობის მონაწილეებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საჩუქრები და ტკბილეული გადასცა. მსვლელობას უძღვებოდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, რომელმაც მრევლი დალოცა და ქვეყნის გამთლიანება ისურვა. ალილოს მსვლელობას მრველთან ერთად სასულიერო სემინარიის მუსიკალური გუნდის წარმომადგენლებიც მოჰყვებოდნენ. პატარები საგალობლებს და ქართულ-ხალხურ სიმღერებს ასრულებდნენ.