Logo

გუბერნატორის ადმინისტრაციაში სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხებზე იმსჯელეს

25 იანვარი 2018

სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხებზე იმსჯელეს გუბერნატორის ადმინისტრაციაში. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ ორგანიზებით მოეწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ერთ საათიან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენებისა და მათი დამაზიანებელი ფაქტორების შესახებ.გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სასკოლო ქიმიურ ლაბორატორიებზე, სადაც ამ დრომდე ღია მდგომარეობაში ინახება ქიმიური ნივთიერებები, რაც გარემოს დამცველების თქმით მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისთვის. საინფორმაცია შეხვედრაზე გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა, ნათია ანთელავამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება როგორც სახელმწიფო ორგანოების, ასევე არასამთავროო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გარემოსდაცვითი აქტივობები. ანთელავას თქმით ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს გარემოს დაცვით საკითხებზე მუშაობა შესაბამის სამსახურებთან და ორგანიზაციებთან ერთად. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ისინი პერიოდულად ახდენენ დაბინძურების კერების შესახებ შესაბამისი სამსახურების ინფორმირებას. რეგიონში არსებული კერების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მუნიციპალიტეტების წარომადგენლებს გადაეგზავნათ. შეხვედრა პროექტის ,,დავასუფთავოთ საქართველო“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.