Logo

ნარჩენების მართვის საკითხებზე გუბერნატორის ადმინისტრაციაში მორიგი შეხვედრა გაიმართა

30 იანვარი 2018

არასამთავრობო - გარემოს დაცვითმა ორგანიზაციამ ,,ორქისი“ შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ნარჩენების მართვის საკითხებზე მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მომხსენებლებმა განიხილეს ნარჩენების მართვასთან საკანონმდებლო და საერთაშორისო მოთხოვნები. გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის, ნათია ანთელავას თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია მუდმივად ახდენს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას თემაზე მომუშავე ორგანიზაციებთან, რეგიონში პრობლემების იდენთიფიცირებისა და მათი გადაჭრის მიზნით. ანთელავას თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია შესაბამის სამსახურებთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით გეგმავს სხვადსხვა ტიპის გარემოს დაცვითი აქტივოების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს ამ მხრივ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ვროპული გამოცდილების შესახებ და განხილეს კონკრეტული ქვეყნების მაგალითები. შეხვედრა კითხვა პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მხარები ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშიებით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.