21 თებერვალი 2014
ახალი სკოლა, რომელიც სოფელ აბანოში შენდება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, გათბობისსისტემით, სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკითა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით.სკოლის შენობა 90 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დასრულდება. საქართველოს მთავრობის წევრები აბანოს მცხოვრებლებსაც შეხვდნენ და სოფელში არსებული ვითარების, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სამუშოების შესახებ ესაუბრნენ.