გუბერნიაში სასკოლო ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს
13 თებერვალი 2018
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სმასხურის, ასევე სამხარეო ადმინისტრაციი წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა შეეხებოდა ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ორგანიზების საკითხებს, რომელიც მე-4 წელია მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
ფედერაციის წარმომადგენელთა თქმით, პროგრამის მიზანია, ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, რაც მთლიანად პასუხობს საქართველოს მთავრობის დღევანდელ პოლიტიკას.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული თამაშების გრაფიკის დეტალები, და შეთანხდნენ სხვა საორგანიზაციო საკითხებზე.