Logo

კასპში თეძამის წყალსაცავის გარემოზე ზემოქმედების ანალიზი წარმოადგინეს

13 თებერვალი 2018

გარემოზე ზემოქმედების კვლევის შედეგები წარმოადგინეს დღეს პრეზენტაციაზე, რომელიც თეძამის წყალსაცავთან დაკავშირებით, კასპის კულტურის ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. პრეზენტაციაზე, პროექტის ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს ჩასატარებელ სამუშაოებზე და მისგან გამოწვეულ შედეგებზე. კვლევის ანალიზი კომპლექსურია და მოიცავს როგორც მცენარეულ, ასევე ბიოლოგიურ არსებებზე ზემოქმედების ანალიზს. კვლევის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ გეოლოგები და იხტიოლოგები. დასკვნის მიხედვით, წყალსაცავი არანაირ ზემოქმედებას არ მოახდენს ცოცხალი არსებების, მათ შორის თევზების პოპულაციაზე. მიმდებარე ტერიტორიის წყლით შევსების პროცესში, მოხდება რამდენიმე ბიოლოგიური სახეობის მიგრირების პროცესი, რაც ასევე არ იქნება მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენი ფაქტორი, სახეობების პოპულაციისთვის. წყალსაცავის სამუშაოები, ისევე როგორც პროექტის დასრულების შემდეგ თავად წყალსაცავი, საფრთხეს არ შეუქმნის კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს და ადგილობრივ მოსახლეობას. პროექტს სამი წლის განმავლობაში სქართველოს მელიორაციის კომპანია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებენ. თეძამის წყალსაცავის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მთლიანად გასარწყავიანდება კასპის მუნიციპალიტეტის ის ნაწილი, რომელსაც წლების განმავლობაში სარწყავი წყალი არ მიეწოდებოდა.