19 თებერვალი 2018
საკონსულტაციო საბჭოს პირველი გასვლითი შეხვედრა ხაშურში გაიმართა, სადაც გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა რეგიონული განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების შესახებ იმსჯელეს. შიდა ქართლის გუბერნატორის, კახა სამხარაძის თქმით, რეგიონის მასშტაბით, ,,რეგ ფონდის" დაფინანსებით არაერთი პროექტი განხორციელდება. პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი უკვე ასახულია ბიუჯეტში, სულ მალე კი მათი განხორციელება დაიწყება. ,,რეგ ფონდიდან" გამოყოფილი თანხები, მუნიციპალიტეტებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოახმარდება" - განაცხადა მხარის რწმუნებულმა კახა სამხარაძემ. მანვე დასძინა, რომ ამიერიდან საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრები მუნიციპალიტეტებში გაიმართება, რაც გუბერნატორის თქმით, გაზრდის თვითმმართველობის როლს და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას