Logo

ტინისხიდში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

22 თებერვალი 2018

აზერბაიჯანის საელჩოს ინიციატივითა და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში ჩატარდა უფასო სამედიცინო აქცია. აქციაში ჩაერთვნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები. ღონისძიებას დაესწრნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დურსუნ ჰასანოვი, შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენები. გუბერნატორმა ელჩს მადლობისა და მეგობრობის ნიშნად სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.