Logo

,,ლომჭაბუკის" მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მოეწყო

13 მარტი 2018

გორში ,,ლომჭაბუკის" მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ესწრებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე. სიტყვით გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობასა და საჭიროებას. კახა სამხარაძემ ასევე მადლობა გადაუხადა პროექტზე მომუშავე ჯგუფსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას, ფინანსური მხარდაჭერისთვის. ,,გავეცანი პროექტის კონცეფციას და მოხარული ვარ, რომ პროექტის მიზანს გარემოს გაჯანსაღება, რეკრეაციული სივრცეების შექმნა და გორში, კულტურული ცხოვრების განვითარება წარმოადგენს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ მოქალაქეთა კომფორტს და ახალგაზრდების შემეცნებით განვითარებას, ასევე, ეს სივრცე მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო გორის მერიას და პროექტზე მომუშავე ჯგუფს, ქალბატონი მარტა ბიბილაშვილის ხელმძღვანელობით, ამ შესანიშნავი კონცეფციის შექმნისთვის. ასევე, მადლობა პროექტს: ,,ევროკავშირის მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ - ჩვენი ქალაქის მხარდაჭერისთვის „ განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.პროექტ „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში 2017 წლის ბოლოს ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტისთვის გრანტის სახით 1 800 000 ლარი გამოყო.