Logo

გუბერნატორი კასპში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

28 მარტი 2018

შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კასპში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. კახა სამხარაძე ეფრემ II - ის 200 გრძივი მეტრის სიგრძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც მიმდინარე წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ კი 257 636 ლარი შეადგინა. მხარის რწმუნებული კასპის განახლებული სპორტის სასახლის მიმდებარედ, თაყაიშვილისა და ჭონქაძის ქუჩების მდგომარეობასაც გაეცნო, რომელთა რეაბილიტაცია ამ დროისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ორი ქუჩის გზის სავალი ნაწილი, რომლებიც ერთმანეთს მოპირკეთებულ მდგომარეობაში შეუერთდებიან. აღნიშნული პროექტის ღირებულება ჯამში 375 361 ლარს შეადგენს, ქუჩების სიგრძე კი 817 მეტრია.