Logo

გუბერნატორმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

09 აპრილი 2018

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს 9 აპრილის სახელობის სკვერში შიდა ქართლის რწმუნებულმა-გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. აღევლინა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისიც.

29 წლის წინ, საბჭოთა არმიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით კი 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.