26 თებერვალი 2014
შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა რეგიონში განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა: ,, რეგიონში პრობლემები საკმაოდ მრავლადაა, როგორც მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე არსებულ სოფლებში, მიმდინარეობს გამრიცხველიანება, ასევე, გაზიფიცირება. ბუნებრივია, ყველაფრის ერთდროულად გაკეთება შეუძლებელია, მთავარია, რომ ქმედებები იყოს თანმიმდევრული, ზომიერი და სწორად იყოს შერჩეული პრიორიტეტები.’’