19 აპრილი 2018
მოლაშქრეთა ეროვნულმა ფედერაციამ მოლაშქრეთა კლუბებთან ერთად, რაჭაში, 2018 წლის სალაშქრო სეზონი ოფიციალურად გახსნა. შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანაკები გაიშალა, სადაც ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ გასართობ და შემეცნებით აქტივობაში, გაეცნოთ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციისა და მისი კლუბების მომავალი ღონისძიებები. ასევე, საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სპორტული ფედერაციების მიერ შემოთავაზებულ თამაშებსა და შოუებში.
ტურისტული სეზონის გახნის ღონისძიებაში მონაწილეობა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმაც მიიღეს. გუბერნიის წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილეებსა და ლაშქრობით დაინტერესებულ პირებს გააცნეს შიდა ქართლში არსებული ტურისტული ადგილებისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაცია, ასევე, დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტებიც. ღონისძიების პარტნიორს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოადგენდა.