Logo

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

25 აპრილი 2018

შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ გორის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე თავზარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი დაათვალიერა. ამჟამად მიმდინარეობს სოფლების,  მერეთი - კოშკა - გუგუტიაანთკარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. 2 720 მეტრზე ასფალტი - ბეტონის საფარი დაიგება. დაგეგმილია სათემო - ციცაგიაანთკარი - ახრისის დამაკავშირებელი 5 826 მეტრიანი გზის მონაკვეთის მოწესრიგებაც. ორივე პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, რაზეც 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ სოფლებში გზების რეაბილიტაცია ათეული წლებია არ განხორციელებულა. ხელისუფლები წარმომადგენლები მერეთსა და ზარდიაანთკარში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათი საჭიროებების შესახებაც მოისმინეს.