02 მაისი 2018
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში გზის ასფალტირება დასრულდა. შიდა ქართლის რწმუნებული–გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე, პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან და კასპის მუნიციპალიტეტის მერთან, მანუჩარ მერებაშვილთან მიმდინარე სამუშაო პროცესს დაესწრო. დარჩენილია მხოლოდ სანიაღვრე არხების მოწყობა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. პროექტის ღირებულება შეადგენს 602 880 ლარს. დასრულდა 1075 გრძივი მეტრი გზის ასფალტირება.