04 მაისი 2018
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, გორის ცენტრალურ მოედანზე ახლადშექმნილ გორის ტურისტული კლუბის ,,ჯიპ ტური" და მოლაშქრეთა კლუბის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც შიდა ქართლის რწმუნებული–გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე და გუბერნატორის პირველი მოადგილე, სიმონ გულედანი დაესწრნენ. პრეზენტაციას გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.