09 მაისი 2018
შიდა ქართლის რწმუნებულმა–გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის გორელ მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ვეტერანების საპატივსაცემოდ საბრძოლო დიდების მუზეუმის სკვერში ღონისძიება გაიმართება, რომელშიც გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები და ანსამბლმა „გორმა“ მიიღო მონაწილეობა.