10 მაისი 2018
შიდა ქართლის რწმუნებული–გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, გაცნობითი ხასიათის იყო და ოცამდე ორგანიზაციის წევრი ესწრებოდა. შეკრებილებმა ისაუბრეს მათი საქმიანობის შესახებ და გუბერნატორს ვრცლად მიაწოდეს ინფორმაცია აქამდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. ამავდროულად, თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების სურვილი გამოთქვა.