Logo

არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა და ფონდი ,,აფხაზეთის" წარმომადგენლები გუბერნატორს შეხვდნენ

16 მაისი 2018

არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) სოციალური სერვისების პროგრამის კოორდინატორი, თამარ ხურცილავა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” (CHCA) გორის ოფისის პროეტების მენეჯერი, იამზე გოჩაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძეს შეხვდნენ. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე რეგიონში ერთობლივად განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს. ასევე, აღნიშნეს ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული სახის პროექტების განხორციელება  და შესაბამისად, მათი მდგრადობა შიდა ქართლში.

ASB–ს სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს გორის მუნციპალიტეტში სოციალური სერვისის მიმწოდებელი ექვსი საწარმო დაარსდა. კერძოდ, ბერბუკის დასახლებაში მცხოვრებ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება, სოფელ ტყვიავის საკვირაო სკოლა, სოფელ ხურვალეთში სახლი საზღვრების გარეშე, ლიახველი ოსტატები, რომელიც მიზანიც ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებთათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა და კონფლიქტის რეგიონში არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოვლა–პატრონობაა, მოძრავი ავტოსახელოსნო და ერგნეთის რძის პროდუქტები, რომლის მიზანსაც ტრადიციული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა წარმოადგენს. გუბერნატორის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი პროეტების განხორციელება, მხარდაჭერას უცხადებს ორგანიზაციებს და იმედოვნებს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელება დაიგეგმება. შეხვედრის ბოლოს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.